03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
რუსმა მესაზღვრეებმა 70 წლის მოხუცი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. 

შემთხვევა საოკუპაციო ზოლთან ახლოს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის მოხუცებული და კიდევ ერთი პირი სოკოს დასაკრეფად იყვნენ წასული, რა დროსაც როინ აბრამაშვილი მესაზღვრეებმა აიყვანეს.

მასთან ერთად მყოფმა პირმა გაქცევა მოახერხა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აბრამაშვილს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან წაიყვანეს.

საოკუპაციო რეჟიმი როინ აბრამაშვილის ოჯახს ამ დრომდე არ დაკავშირებია.

დღის ამბები