ფოთის მუნიციპალიტეტის ხუთ სასაფლაოზე მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით გაძლიერებულია კონტროლი.
სასაფლაოებზე გასვლის შეზღუდვაზე მთავრობის მიერ 17 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად პოლიცია ტერიტორიის შესასვლელებთან მონიტორინგს ახორციელებს.
მოქალაქეთა უმრავლესობა ეთანხმება მთავრობის გადაწყვეტილებას.
ქალაქის მერის, გოჩა კურდღელიას განცხადებით, სასაფლაოებზე გასვლის შეზღუდვა მიმდინარე წლის 22 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება.