03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
10 დღიანი გაფიცვა დასრულებულია - ფოთის პორტმა მუშაობა განაახლა

10-დღიანი გაფიცვის შემდეგ ფოთის პორტმა მუშაობა განაახლა.

ადმინისტრაციასა და გაფიცულებს შორის შეთანხმება გვიან ღამით შედგა.

ფოთის პორტის 600-ზე მეტი თანამშრომელი ხელფასების 14 პროცენტით მატებას და სამუშაო პირობების გადახედვას ითხოვდა.

პორტის ადმინისტრაციამ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, გარდა ხელფასის 14%-ით მატებისა. შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ თანამშრომლებს შრომითი ანაზღაურება 5%-ით მოემატებათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები