03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობის ხარისხი გაუარესდა- IDFI-ის კვლევის შედეგები

ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობის ხარისხი გაუარესდა. ასეთია IDFI-ის ახალი კვლევის შედეგი.

ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, ყველაზე დახურული უწყება ფინანსთა სამინისტროა, მას მოსდევს ეკონომიკის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროები.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" შეფასებით, საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემის უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელი 51.8 % გამოვლინდა. უპასუხოდ დარჩა მოთხოვნათა 22.9 %.

მოთხოვნა ძირითადად თანამდებობის პირთა მიერ 2014 წლის განმავლობაში მიღებულ პრემიებს, სახელფასო დანამატებს და სამივლინებო ხარჯებს შეეხებოდა.

დღის ამბები