03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
EBRD-ის ღონისძიებების ფარგლებში ოფიციალური მიღება გაიმართა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოვეწლიური ღონისძიების ფარგლებში დაგემგილი შეხვედრები დღეს სრულდება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადსხვა უწყებაში. დღესვე EBRD-ის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბარტის პრესკონფერენციაა დაგეგმილი. იბიარდის მთავარი ღონისძიება გუშინ ჩატარდა თბილისში. დღის ბოლოს კი სტუმრებს პრემიერმინისტრმა ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა EBRD-ის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს მიღწევების აღიარებისთვის.

"ჩვენ კონცენტრირებული ვართ ისეთი ეკონომიკის შექმნაზე, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და სარგებელი მოაქვს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ჩვენ გვჭირდება თქვენი მოსაზრების მოსმენა, რათა უკეთ გავაცნობიეროთ თქვენი მოთხოვნები და ავამუშაოთ ისეთი სტრატეგიები, რომლებიც აქცევს ქართულ ბაზარს კიდევ უფრო მიმზიდველ საინვესტიციო ადგილად," - განაცახდა პრემიერმინისტრმა. 

EBRD-ის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ თავისი წარმატებული პოლიტიკითა და რეფორმებით მსოფლიოდან ინვესტიციებს გაუღო კარი.

"დღეს ბევრ ინვესტორს ჰქონდა შესაძლებლობა დაემყარებინა კონტაქტები იმისთვის რომ ამ ქვეყანაში ინვესიტიცა განახორციელოს. გირჩევთ ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ," - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ. 

დღის ამბები