19 მაისი 2024,   17:43
ვრცლად
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანამ ეპიდემიის პიკი უკვე გადალახა

ყოველდღიურად მატულობს ინფიცირებულების რიცხვი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. თურქეთში გასულ დღე-ღამეში ვირუსი 3 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა და 89 მოქალაქე გარდაიცვალა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ ეპიდემიის პიკი უკვე გადალახა.

100 ათასს უახლოვდება ინფიცირების მაჩვენებელი რუსეთში, სადაც ვირუსს 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გარდაცვლილთა რაოდენობა სომხეთში 30-მდე, აზერბაიჯანში კი 23-მდეა გაზრდილი.

 

დღის ამბები