03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
დაპირისპირება საკრებულოში ლილოს ნაგავსაყრელის გადატანის საკითხზე

საკრებულოში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ლილოში მდებარე ნაგავსაყრელის პრობლემას განიხილავენ. უმრავლესობა გამოდის ინიციატივით - ნაგავსაყრელი სხვა ტერიტორიაზე გადაიტანონ, უმცირესობა კი აცხადებს, რომ ნაგავსაყრელის გადატანა ძალიან დიდ ფინანსებსა და დროს მოითხოვს, რასაც მთავრობა ამ ეტაპზე  ვერ შეძლებს და ზოგად დაპირებებს იძლევა.

„გაერთიანებული დემოკრატებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ნაგავსაყრელის კონსერვაცია და არსებული პრობლემების გაანალიზება. მათი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვა.

ნაგავსაყრელის გადატანის ინიციატივით საკრებულოს წევრი გულიკო ზუმბაძე გამოვიდა, რომელიც აცხადებს, რომ თავის დროზე ის დიდი ლილოს ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გადაიტანეს. მისივე თქმით, არსებობს ექსპერტების დასკვნა, რომლის მიხედვითაც აუცილებელია ნაგავსაყრელის კონსერვაცია და სხვა ტერიტორიაზე გადატანა.  

ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ სად იგეგმება ნაგავსაყრელის გადატანა. პირველ ეტაპზე საკრებულო შეიმუშავებს ინიციატივებს, რომლებიც შესაძლოა ქალაქის მერთანაც განიხილონ. 

დღის ამბები