საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.
ქართული ჯარის დაარსებიდან 29 წელი გავიდა. 1990 წლის დეკემბერში უზენაესი საბჭოს დადგენილებით ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი, წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა. 30 აპრილს გაწვევა ოფიციალურად დაიწყო და აქედან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის ისტორია.