35 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათგან 7 სამედიცინო პერსონალია, რომლებსაც გეგმიური შემოწმება უტარდებათ. კლინიკაში ამ დროისთვის 68 პაციენტი მკურნალობს. აქედან კორონავირუსის დადასტურებული 48 შემთხვევაა. მედიკოსების თქმით, ორის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა მართვით სუნთქვას არ საჭიროებენ.
ბოჭორიშვილის კლინიკაში კი, დღეს 10 პაციენტის ანალიზების შედეგები უნდა მივიდეს. ამ ეტაპზე კლინიკაში 74 ადამიანს აკვირდებიან, აქედან 65 დადასტურებული ფაქტია. ექიმების თქმით, 13 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება.