თერგვისში, კარალეთსა და ფლავში მცხოვრები 80-მდე პირი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 23 ადამიანის ნიმუში გაიგზავნა - მათ იმ პირებთან ჰქონდათ კონტაქტი, რომლებსაც COVID-19 ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდისგან გადაედოთ.
ჩაიკეტება თუ არა სოფლები - შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება რისკების შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული.