გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების მომატების კუთხით ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ყოფილა. თუმცა, ამირან გოგიტიძე დარწმუნებულია, რომ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიმართვას, სადაც სწორედ ამ საკითხზეა საუბარი, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
"რაც შეეხება აქცენტებს კონკრეტულ ფინანსურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კარგია და მისასალმებელია, რაც უფრო მეტი და მაღალი იქნება ხელფასი და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ჯგუფი ალბათ იმუშავებს და განიხილავს ამ წინადადებას. ამ ეტაპზე, მე არ შემიძლია რაიმე კონკრეტული ნაბიჯი ან თარიღი დავასახელო, რომ ამ კუთხით რაიმე აქტივობა განხორციელდება. დღეის მდგომარეობით, იმ ეპიდემიიდან გამომდინარე ხელფასების ზრდას ვგულისხმობ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ განცხადებაზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფი გარკვეულ რეაგირებას მოახდენს კომპეტენციის ფარგლებში,"- განაცხადა ამირან გოგიტიძემ "დღის კურიერის" ეთერში.