09 სექტემბერი 2026,   08:41
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა საქართველოში - მონაცემი 582-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 582-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია 207 მოქალაქე. გარდაცვლილია 7.

უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 540 ადამიანი რჩება.

დღის ამბები