03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
თბილისში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაჭრეს - დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა

თავდასხმა თბილისში. ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაჭრეს. 

ახალგაზრდას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, სავარაუდოდ მას ჭრილობები დანით მიაყენეს. 

როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა განმარტეს დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

საავადმყოფოში დაჭრილს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ წუთებში უტარდება. 

ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე კი დაწყებულია გამოძიება.

 

 

დღის ამბები