03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ხუთ სოფელში ძლიერმა წვიმამ ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები დატბორა. მოვარდნილმა წყალმა შინაური ფრინველი და საქონელი დახოცა. მოსახლეობას სანიაღვრე არხების გაწმენდის პრობლემა აქვს. 

ლაგოდეხის რაიონში დატბორილია სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და ვენახებიც. განადგურდა ბოსტნეული, საზამთროსა და სხვა კულტურების ნარგავები.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონებში წყლის ამოტუმბვისა და გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად სპეციალური ტექნიკა მუშაობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები