03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის რამდენიმე სპორტული ნაგებობის მშენებლობა ვერ ესწრება

თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის სპორტული კომპლექსების აშენება შესაძლოა ვერ მოესწროს. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელბურთის ტურნირისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის დაგვიანების გამო ორგანიზატორები ამ შეჯიბრის ჩასატარებლად სხვა ადგილს ეძებენ, ეს სხვა ადგილი კი ძველი სპორტის სასახლე იქნება. 

ახალი სპორტის სასახლის მშენებლობისთვის 17 მილიონი იყო გამოყოფილი, თუმცა შენობის დროულად დასრულებისთვის დამატებით კიდევ რამდენიმე მილიონი გამოიყო.

ახალგაზრდული ოლიმპიადა საქართველოში ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება და 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

 

 

დღის ამბები