03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
„შეიძლება ჩვენ მივიღოთ ის, რომ არსებობდეს 2 გასაღები," - ეკა გიგაური სტრუქტურულ ცვლილებებზე

შსს-ს რეფორმირების და მთავარი პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე კომენტარები გააკეთეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ საკითხზე თვეების განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მათ მიერ რეკომენდირებული საკითხების გათვალისწინება არ მოხდა, რადგან არასამთავრობოთა უმეტესობა აცხადებს, რომ არის რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა.  

„შეიძლება ჩვენ მივიღოთ ის, რომ არსებობდეს 2 გასაღები და ეს ორივე გასაღები იყოს - ერთი უშიშროებაში და მეორე შსს-ში. ზოგადად ეს ყველაფერი არის ძალიან ბუნდოვნად გაწერილი და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არის ის საკითხი, რომელსაც მთავრობა უახლოეს პერიოდში უნდა დაუბრუნდეს,“ - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

არასამთავრობოები ასევე საუბრობენ, რომ რეფორმის პროცესში არ მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინება, როგორიც არის პოლიციელების პასუხისმგებლობის  სისტემის რეფორმა. მათი თქმით, პრობლემად რჩება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საკითხი.

ის მოდელი, რომელიც შემოთავაზებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, გარკვეულწილად პასუხობს არსებულ პრობლემებს, მათ შორის საპროკურორო საბჭოს შექმნა არის დადებითი ინიციატივა. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი ნომინირების უფლების დატოვება იუსტიციის მინისტრისთვის და ამ მოდელით სწორედ ის ახდენს მთავარი პროკურორის კანდიდატურის ნომინირებას, ხელს არ შეუწყობს პოლიტიკური გავლენებისგან დისტანცირებას,“ - განმარტა "ადამიანის უფლებების სწავლებებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელმა სოფო ვერძულმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები