წყალტუბოში ლუგარის ლაბორატორიიდან სათნოების სახლის ბენეფიციარის განმეორებითი ანალიზის პასუხს ელოდებიან.
პარალელურად, იგეგმება კიდევ 180 ბენეფიციარის შემოწმებაც. მათი უმეტესობა ხანდაზმულია.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ერთ-ერთ ბენეფიციარს კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. ადგილზე უკვე დაიწყეს მუშაობა ეპიდემიოლოგებმა, მიმდინარეობს ტერიტორიის დეზინფექციაც.