03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო ფესტივალი და ლიტერატურული პრემია - კულტურის სამინისტროს ახალი პროექტები

კულტურის სამინისტროს ინიციატივით თბილისში წელს პირველად ჩატარდება თბილისის საერთაშორისო ფესტივალი და დაწესდება ყოველწლიური ლიტერატურული პრემიაც.

პრემიის ოდენობა 5 000 ლარიანი იქნება. 

კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ ლიტერატურული პრემიის დაწესების მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.

თბილისის საერთაშორისო ფესტივალი კი 18-დან 23 მაისამდე გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში თბილისს 25-მდე უცხოელი მწერალი და პოეტი ეწვევა.

კონკურსის შედეგებს მწერალთა სახლის მიერ წარმოდგენილი ჟიურის 5 წევრი შეაფასებს.

დღის ამბები