03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
კომპანია "ავერსმა" EBRD-ისგან 10 მილიონზე მეტი მოცულობის სესხი მიიღო

კომპანია "ავერსმა" EBRD-ისგან 10 მილიონზე მეტი მოცულობის სესხი მიიღო. თანხა ადგილობრივი საავადმყოფოების მოდენიზაციასა და ფარმაცევტული დარგის გაუმჯობესებას მოხმარდება.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ინფექციური საავადმყოფოს რეკონსტრუქცია და მარნეულში ზოგადი პროფილის 84 საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა. ხელშეკრულებას ხელი დღეს EBRD-ისა და ""ავერსის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

„ავერსი ჩვენს ინვესტიციას ორი კლინიკის დასასრულებლად გამოიყენებს. ერთი თბილისში იმუნოლოგიის ცეტრია, მეორე კი სამშობიარო, რომელიც მარნეულში იქნება. ჩვენ მათ ვუზრუნველყობთ სამუშაო კაპიტალით, რომ გაზარდონ ფარმაცევტული პროდუციის რიცხვი, რომელიც მათ სააფთიაქო ქსელში იყიდება. ეს თანხა 5 მილიონია,” - განაცხადა EBRD-ის წარმომადგენელმა კავკასიაში ბრუნო ბალვანერამ.

ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" დამფუძნებლის პაატა კურტანიძის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, იმისთვის, რომ სამედიცინო მომოსახურების პირობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე შესთავაზონ საქართველოს მოსახლეობას.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები