03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
თავდასხმა თბილისში-დაზარალებულს დანით რამდნეიმე ჭრილობა აქვს მიყენებული

თბილისში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა დღეს 13:00 საათისთვის ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით თავდაპირველად ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ხელჩართული ჩხუბის დროს ერთ-ერთი ახალგაზრდა დანით დაჭრეს. დაშავებულს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილი ვიდეოკამერებით კონტროლდება. 

დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 

შემთხვევის ადგილის მოპირდაპირედ 2 საჯარო სკოლაა თუმცა, სასწავლო დაწესებულებებში აცხადებენ, რომ ჩხუბში მონაწილე არცერთი პირი მათი მოსწავლე არ არის. განათლების სამინისტროში კი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ვაკეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ცნობილია, რომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები