03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
EBRD-ის ფორუმის განმავლობაში ყველაზე მოცულობითი ხელშეკრულება-კომპანია "ავერსმა" რამდენიმემილიონიანი სესხი მიიღო

სამდღიანი ფორუმის განმავლობაში ყველაზე მოცულობითი ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

10 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი EBRD-სგან კომპანია "ავერსმა" მიიღო - თანხა ადგილობრივი საავადმყოფოების მოდენიზაციასა და ფარმაცევტული დარგის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელმა სუმა ჩაკრაბარტიმ შემაჯამებელი პრეს-კონფერენციაც გამართა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის შემცირებაზე.

სუმა ჩაკრაბარტის თქმით, შემცირების მიუხედავად, საქართველოს რეგიონული მასშტაბით, მაინც კარგი მაჩვენებელი აქვს.

დღესვე გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კახი კალაძეს შეხვდა. გერმანიის ბანკი დაინტერესებულია საქართველში ენერგეტიკული სექტორის განვითარების დაფინანსებით.

ავტორები: თეონა ცხომელიძე, სოფო ვარდიაშვილი, ნიკა ლეჟავა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები