03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
დაზიანებული ასფალტი და საცობები თბილისში - დედაქალაქში მოძრაობის პრობლემებია

მაშინ როცა თბილისის მერიამ ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში ვერ შეასრულა თბილისში გზებზე მდგომარეობა მძიმდება. დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში ასფალტის დაგების სამუშაოები დაწყებულია, თუმცა ბოლომდე ძირითადი ნაწილი უკვე რამდენიმე კვირაა არ არის მიყვანილი.

მაგალითისთვის საბურთალოს ქუჩა, დადიანის გამზირი, პრობლემებია ასევე ორთაჭალასა და კრწანისშიც.

ქალაქის რამდენიმე უბანში მძღოლებს მიტოვებული სამუშაოების გამო პრეტენზიები დედაქალის მერიასთან აქვს. თბილისის მერი  დავით ნარმანია კი თბილისში შექმნილ საავტომობილო საცობებს მხოლოდ გზებზე მიმდინარე სამუშაოებს უკავშირებს. მისი ინფორმაციით, დაზიანებული საფარის შესაკეთებლად რამდენიმე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

თბილისის მერის განმარტებები მიუღებელია საკრებულოს ოპოზიციისთვის. იმ ფონზე, როდესაც მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განკუთვნილი 44 მილიონი ვერ აითვისა, ოპოზიციაში მთავრობის უუნარუბაზე საუბრობენ.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები