18 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
შიდა ქართლში  კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - მხარის რწუნებული მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს 

შიდა ქართლის მხარის რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში  კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გიორგი ხოჯევანიშვილმა ხვალ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლიც გააფრთხილა და განაცხადა, რომ ყველას მოუწევს ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული რეკომენდაციების დაცვა - ეს იქნება დისტანცია, ადამიანების შეკრების შეზღუდვა თუ დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება. მისივე განცხადებით მომლოცველთა ნაკადს პოლიცია გააკონტროლებს.

გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ხვალ ასევე დაგეგმილია ხაშურში აგრარული ბაზრის გახსნა.

დღის ამბები