03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
შეჩერებული სახელმწიფო შემწეობა-სოციალურად დაუცველები დახმარებას ითხოვენ

სოციალურად დაუცველები შეჩერებულ სახელმწიფო შემწეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ახალი მეთოდოლოგიით სტატუსის განსაზღვრას ამ დრომდე ელოდებიან, თუმცა მათი ინფორმაციით სოციალური მომსახურების სააგენტოდან პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

ოპოზიციის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ხელახალი გადამოწმება შეჩერებულია. სისტემაში გაჩენილ ხარვეზებს კატეგორიულად უარყოფენ ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრის მოადგილე ახალი მეთოდოლოგიით ქულების დადგენის მიზეზით სახელმწიფო შემწეობის შეჩერებას გამორიცხავს.

ჯანდაცვის სამინისტრო ახალი მეთოდოლოგიით სახელმწიფო შემწეობების გაცემას ივლისის თვიდან გეგმავს ამ დროსთვის ახალი მეთოდოლოგიით 140 ათასამდე ოჯხიდან მხოლოდ 35 ათასი ოჯახის აღწერა მოხდება.

ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, თემურ ვარაზანაშვილი, დავით ხურციძე, ნათია ბუცხრიკიძე. 

დღის ამბები