03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
არქივში დაცულ დოკუმენტურ ფილმებს, რომლებსაც 60 წელია დღის სინათლე არ უნახავთ კინოთეატრ "ამირანში" უჩვენებენ

ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტურ ფილმებს, რომლებსაც დღის სინათლე 40-50-60 წელი არ უნახავს, ეროვნული არქივი საიუბილეო რეტროსპექტივაზე კინოთეატრ “ამირანში” აჩვენებს.

დოკუმენტური კინოს სეანსებზე ფართო მაყურებელს ელოდებიან.

საარქივო ფილმების რეტროსპექტივაზე წარმდოდგენილი იქნება სურათი ”ქართული საესტრადო სიმღერები” გიული ჩოხელის, ნანი ბრეგვაძის, ანსამბლების "ორერასა" და "ივერიას" მონაწილეობით. პირველი მუსიკალური კლიპები, რომლებიც 70-იანებში სოხუმში გადაიღეს.

ეროვნულ არქივში სულ 35 ათასი კინოდოკუმენტია დაცული. საარქივო კინოს ერთგვარ ფესტივალზე ამ ეტაპზე პირველ 11-ს აჩვენბენ. რეტროსპექტივა "ამირანში" 17-დან 19 მაისამდე გაიმართება.

ავტორები: მაია ლომიძე, გიორგი კვიწინაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები