03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
„მინისტრმა უკვე აგო პასუხი ამაზე,“- ლუკა კურტანიძე ახალგაზრდული ოლიმპიადის ხარვეზებზე

ახალგაზრდული ოლიმპიადის სამზადისში არსებული ხარვეზების გამო საქართველომ ევროპის ხელბურთის ფედერაციისგან შენიშვნა მიიღო. თბილისში ამბობენ, რომ ამის გამო მინისტრმა პასუხი უკვე აგო.

საქართველოს პარლამენტის წევრი და მმართველი გუნდის წარმომადგენელი ლუკა კურტანიძე აცხადებს, რომ ოლიმპიადა კარგად ჩატარდება.

„ეს იყო შენიშვნა პროფესიონალურ დონეზე, მინისტრმა აგო ამაზე პასუხი უკვე. ყოველთვის არსებობს რეზერვი საქართველოში. სახელმწიფო ოლიმპიურ თამაშებზე წარსდგება ისე როგორც მას ეკადრება,“- აცხადებს ლუკა კურტანიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გახდა ცნობილი, რომ შესაძლოა ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მშენებარე ახალი სპორტის სასახლე დროულად ვერ დასრულდეს რის გამოც, ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ შემთხვევაში თუ მშენებლობა დროულად ვერ დასრულდება, ხელბურთის მატჩებს ძველი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები