03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
მშენებარე სპორტის სასახლესთან გაზის მილის დაზიანების გამო ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივი აირის გამო დარჩა

ოლიმპიური კომპლექსი დღეს კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის ადგილზე ინციდენტი მოხდა. 

კერძოდ, არსებული ინფორმაციით მაშინ როდესაც უნივერსტიტეტის ქუჩაზე მაღალი ძაბვის სადენის მშენებლობა მიმდინარეობდა მოხდა ინციდენტი და დაზიანდა გაზსადენი, რის გამოც თბილისის გარკვეულ უბნებს გაზმომარაგება შეუწყდათ.

"ყასტრანსგაზ-თბილისის" ცნობით ბუნებრივი აირით სარგებლობა შეეზღუდებათ, ჯიქიას, სანდრო ეულის, მინდელის, ქავთარაძის, ვაჟა ფშაველას, ნუცუბიძის და შავგულიძის ქუჩებს.
ასევე გაზმომარაგების გარეშე დარჩება ბაგებში - წყნეთის გზ. 49-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და საერთო საცხოვრებელი.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ტექნიკურმა სამსახურმა ავარიის დროულად აღმოფხვრის მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყო სარემონტო სამუშაოები, რომელიც 24 საათიანი რეჟიმით მთელი ღამე უწყვეტად გაგრძელდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები