09 სექტემბერი 2026,   08:40
ვრცლად
რწმენით და სიხარულით მოსული ადამიანი გავაძევო? მე ამით ვძალადობ ფსიქოლოგიურად მის შინაგან განწყობაზე - მეუფე იოანე

ქუთათის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა.

მეუფემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ტაძარში ხალხმრავლობა იყო, რის გამოც სოციალური დისტანცია დაირღვა.

მეუფის განმარტებით, მას არ შეუძლია რწმენით მოსულ ადამიანს შორს დგომისკენ მოუწოდოს, რადგან ამით მათზე ფსიქოლოგიურად იძალადებს. 

"რწმენით და სიხარულით მოსული ადამიანი გავაძევო, დავუხურო კარი, არ შემოვუშვა, ან ვუთხრა გადი, შორს დადექი, ახლოს არ მოხვიდე? მე ამით ვძალადობ ფსიქოლოგიურად მის შინაგან განწყობაზე. მას ეკარგება ამით რწმენა ჩემ გამო, მე ვარ დამნაშავე. იტყვის, არ მინდა ეგეთი ეკლესია, ჩემზე ძალადობენ. მე მოვედი გულით და თქვენ მაგდებთ წესების გამო. აქ არის ერთგვარი ანტინომია ჩვენი ღირებულებებთა სისტემის, რას ანიჭებს ადამიანი უპირატესობას. პირბადე კი ბატონო, ვინ არის წინააღმდეგი,"- აღნიშნა მეუფე იოანემ.

დღის ამბები