შეერთებული შტატები, სადაც პანდემიის გამო ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, ზომებს ამსუბუქებს. ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებას ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზეზით ხსნის.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა, სიკვდილიანობა იყოს, მაგრამ ქვეყანა უნდა გაიხსნას.
"შესაძლებელია, რომ იყოს სიკვდილიანობა, იმიტომ, რომ თქვენ არ იქნებით ჩაკეტილი ბინებში ან სახლებში, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვაპირებთ სოციალურ დისტანციას, ჩვენ ბევრ რამეს გავაკეთებთ. ხალხი სხვა გზითაც იღუპება, ადამიანები სამსახურს კარგავენ და ჩვენ მათ სამსახურები უნდა დავუბრუნოთ,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.