03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერს გზების რეაბილიტაციისკენ მოუწოდებს

თბილისის მერს გზების რეაბილიტაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. ამჯერად მოწოდებისთვის აქცია-პერფორმანსის ფორმა გამოიყენეს. 

ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატებმა და არასამთავრობოებმა აქცია- პერფორმანსი თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოაწყვეს და ორმოებში სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტები მოათავსეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რეაბილიტაციის ხელისშემშლელი ობიექტური გარემოებები არ არსებობს. მათ თბილისის მთავრობა არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს.

„იმის გამო, რომ ზოგჯერ ავიწყდებათ ტენდერების გამოცხადება, საგზაო სამუშაოებს აძლევენ კომპანიებს, რომელთაც არა აქვთ ამის გამოცდილება, საგზაო სამუშაოებს ავალებენ კომპანიებს, რომელთანაც ჩინოვნიკების პირადი დაინტერესება იკვეთება და ა.შ. ამ ყველაფრის გამო თბილისელებს უწევთ ამ საშინელ გზებზე გადაადგილება,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები