03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
კახეთში, სოფელ ჭიკაანის მოსახლეობა საძოვრის გასხვისებას აპროტესტებს

კახეთში, სოფელ ჭიკაანის მოსახლეობა საძოვრის გასხვისებას აპროტესტებს. მოსახლეობის ერთი ნაწილი ყვარლის გამგეობასთან შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა.

საუბარია 17 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც მცირე ნაწილი საკრებულომ როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გაასხვისა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ, თუ პრივატიზაცია არ შეჩერდა, სოფელი საძოვრის გარეშე დარჩება. ამასთან, აქციის მონაწილეები უკვე გასხვისებული ფართობის სოფლის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უპასუხეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ ჩხეიძე, ამბობს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილებიდან გამომდინარე გასხვისებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრემ მიწის დათმობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები