03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
გურიაში საფლავები შეურაცხყვეს

გუშინ ღამით გურიაში, ოზურგეთში საფლავები შეურაცხყვეს.

ადგილობრივების განცხადებით, მსგავსი შემთხვევა რეგიონში პირველად მოხდა.

სოფელ ოზურგეთში დაუდგენელმა პირებმა 30-ზე მეტი საფლავი შეურაცხყვეს. დამტვრეულია საფლავის ქვები, კარები. დამტვრეულ ქვებს გადასხმული აქვს საღებავი. 

როგორც რუსთავი2-ის კორესპონდენტი გურიიდან იტყობინება, ამ სასაფლაოზე მდებარე თითქმის ყველა საფლავი დაზიანებულია.    

წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავეებს არაფერი წაუღიათ.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, ჯერჯერობით დანაშაულის მოტივს ვერ ასახელებენ. ასევე უცნობია დამნაშავეთა ვინაობა.   

დღის ამბები