03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
ოზურგეთელი გლეხები მიწების დაბრუნებას ითხოვენ

ოზურგეთელი გლეხები მიწების დაბრუნებას ითხოვენ. პრეტენზია მათ კომპანია ვარნიკთან აქვთ. საწარმოს დაბა ლაითურში მოცვი მოჰყავს.

პლანტაციებთან დღეს 30-მდე ადგილობრივი შეიკრიბა. მათი განცხადებით, კომპანიამ ადგილობრივების უძრავი საკუთრება მიითვისა.

ვარნიკში კი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენას ითხოვენ.

ოზურგეთელების განცხადებით, საკუთრებას ისინი რეესტრში ვერ არეგისტრირებენ, რადგან საბჭოთადროინდელი კოლმეურნეობის საკუთრება ფორმალურად პირდაპირ კერძო კომპანიის ხელში გადავიდა.

დღის ამბები