03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ვაკის რაიონის დასახლება თხინვალას მოსახლეობა მერიას წყლისა და გაზის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

დღეს თბილისში უწყლობა და უგზოობა გააპროტესტეს. ვაკის რაიონის დასახლება თხინვალაში აქცია ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამართეს და მერიას პრობლემების მოგვარება მოსთხოვეს.

მათი განცხადებით, სახლებში არ აქვთ წყალში და გაფუჭებულია გზები, რის გამოც მოძრაობა საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც უჭირს.

თხინვალას მოსახლეობას დედაქალაქის მთავრობაში უპასუხეს.

კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, პრობლემების მოსაგვარებლად სამუშაოები ივნისში დაიწყება და წყლისა და გზის საკითხი თხინვალაში ზაფხულში მოწესრიგდება.

დღის ამბები