03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ქობულეთის სასტუმროში დაღუპული ბავშვები რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს

ქობულეთში, სასტუმრო არმაზში ხანძრის დროს დაღუპული დავით ზაქრაძე, რევაზ დემეტრაშვილი და თორნიკე ხვიჩია დღეს რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს. 

ბავშვების ცხედრები რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან 14 საათზე გამოასვენეს და დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით მე-11-ე საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა რეცას, სადაც ეს ბავშვები სწავლობდნენ და ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოებში დაასვენეს.

დაკრძალვას პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ახლობლები, თანაკლასელები, პედაგოგები, ანსამბლ სიხარულის წევრები და სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი მარღანია, რუსთავში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების წევრები და ხელმძღვანელები, რუსთაველი ჩოხოსნები დაესწრნენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები