03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
რამდენიმე საათია, აღმაშენებლის ხეივანსა და მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა პარალიზებულია

რამდენიმე საათია, დიღომში საავადმყოფოებთან მისასვლელი გზა გადაკეტილია. კლინიკებში მიმავალი მსუბუქი და სასწრაფო დახმარების მანქანები საცობში დგანან. გადაკეტილია ქალაქის შემოსასვლელიც.

დავით აღმაშენებლის გამზირი და მასთან მისასვლელი ყველა ქუჩა მოულოდნელად ველორბოლისთვის დაბლოკეს.

აღნიშნული ფაქტის გამო ხელისუფლება ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა, გააკრიტიკა.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიების შესახებ მოსახლეობა წინასწარ ინფორმირებულიუ უნდა ყოფილიყო.

„ველორბოლის საწინააღმდეგო არაფერია, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ქალაქში ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა. ამ საგზაო უძრაობამ გამოიწვია ის, რომ ვერ ხერხდებოდა დღის გამავლობაში სასწრაფო დახმარების გადაადგილება. ხელისუფლებამ ისიც კი არ იკადრა, რომ მოსახლეობას მიეღო ინფორმაცია აღნიშნული ღონისძიების შესახებ,“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

 

დღის ამბები