03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
კულტურული ღირებულების ფენები საყდრისში თითქმის სრულად განადგურებულია

კულტურული ღირებულების ფენები საყდრისში თითქმის სრულად განადგურდა, - ამის შესახებ განცხადება დღეს საბადოს დათვალიერების შემდეგ ექსპერტებმა გააკეთეს.

უფლებადამცველებთან, ასევე ძეგლთა დაცვის სააგენტოს და RMG გოლდის წარმომადგენლებთან ერთად  მოსამართლე ვითარებას დღეს ადგილზე გაეცნო. 2 დღეში კი ცნობილი გახდება, შეაჩერებს თუ არა სამუშაოებს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

პარალელურად ამ წუთებში საბადოზე იმყოფებიან მეორე საქმის მოსამართლე და მხარეები, სადაც მოსარჩელედ ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი გამოდის.

ექსპერტები საუბრობენ ქვედა ფენებში სავარაუდოდ არსებული ისტორიული გვირაბების შესახებ. მათი განცხადებით სამუშაოების გაგრძელება მხოლოდ სპეციალისტების ზედამხედველობითაა დასაშვები.

ამავე თემაზე
დღის ამბები