03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
გაზრდილი ფასები და გაუფასურებული ლარი მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს

გაჭირვებული პენსიონერები პენსიას რამდენიმე თვისას წინასწარ იღებენ. გაჭირვებული პენსიონერები სოციალურ დახმარების იმედად ცხოვრობენ. თუმცა, კურიერთან მოხუცები საუბრობენ, რომ ადრე თუ ეს თანხა საკვებზე მაინც ჰყოფნიდათ, ლარის გაუფასურებისა და ფასების გაზრდის შემდეგ უმეტესად მშივრები არიან.

ბოლო დროს შექმნილ მძიმე მდგომარებაზე პენსიონერები კურიერთან საუბრობენ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

საქართველოს მაცხოვრებელთა უმრავლესობას ანალოგიური პრობლემები აქვს. ვისაც სესხი დოლარში აქვს, მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე ლარის გაუფასურება პირდაპირ აისახა.

კომერციულმა ბანკებმა საკონვერტაციო ოპერაციებში სამი მილიონი ლარის ზარალი ნახეს.

მოთხოვნა ფულზე მოსახლეობაში ისევ მაღალი რჩება. კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი 2015 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით 14,714 მილიარდი ლარს შეადგენს. რაც წინა წლებთან შედარებით 37%-ით მეტია. სესხებს უმეტესად უცხოურ ვალუტაში იღებენ. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ოდენობა 45%-ით არის გაზრდილი.

გაზრდილია ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაც.

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები