03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
საყდრისის ისტორიული საბადო აღარ არსებობს

ქართველ არქეოლოგებს, რომლებიც წლებია, საყდრისის თემაზე მუშაობენ, დღეს იმის აღიარება მოუხდათ, რომ სამუშაოების შეჩერებას საბადოში აზრი აღარ აქვს.

მათ ტერიტორიაზე შესვლის უფლება საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან ერთად მისცეს.

საყდრისში დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე იმყოფებოდა. ისინი საყდრისში მიმდინარე სამუშაოებს არქეოლოგებთან და დავის მონაწილე მხარეებთან ერთად 5 საათის განმავლობაში ეცნობოდნენ.

RMG-ის ხელმძღვანელობამ დღეს განაცხადა, რომ ყველა სამუშაო სამართლიანად განხორციელდა.

ადგილზე სამუშაოების შესაჩერებლად სასამართლოში ბოლომდე ბრძოლას აპირებს მოსარჩელე მხარე.

ამ საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოპასუხე მხარე ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოა. ახალგაზრდა იურისტები სააგენტოს მიერ 2014 წლის 12 დეკემბერს გაცემული ნებართვის გაბათილებას ითხოვენ, რის საფუძველზეც RMG  საბადოში სამუშაოები დაიწყო.

იგივე მოთხოვნით კიდევ ერთი სარჩელი ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს ეკუთვნის.

ორივე საქმის მოსამართლეებმა საყდრისის ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

 

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, ზვიად იგრიაშვილი, გივი კაჭარავა.

დღის ამბები