03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
19 არასამთავრობო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იკრიბება

ამ წუთებში მრგვალი ბაღის ყველა შესასვლელი გადაკეტილია. ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ადგილზე 19 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იკრიბება.

ორგანიზატორების თქმით შეკრების მიზანია მათ საზოგადოებას გააცნონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადება 2012 წლის 17 მაისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. 

გარდა ამისა შეკრების ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მიმართავენ შსს-ს და მოუწოდებენ, რომ დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და მომავალში უფრო ეფექტურად აღკვეთონ ნებისმიერი სახის ძალადობა და დისკრიმინაცია.

“იმედს გამოვთქვამთ, რომ 2015 წელს მაინც, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ეფექტიანად დაიცვას საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მიუხედავად მისი სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა,”-აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღევანდელი შეკრების ორგანიზატორები რამდენიმე წუთი დარჩებიან ადგილზე რის შემდეგაც ღონისძიება დასრულდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები