03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
არასამთავრობოები ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ

მრგვალ ბაღში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 19-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეკრება გამართა.

მათი თქმით შეკრების მიზანია საზოგადოებას გააცნონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადება 2012 წლის 17 მაისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “სხვადასხვა სექსუალური უმცირესობის ფუნდამენტურ უფლებათა შესახებ კამპანიის წარმოებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, კონვენცია გამოხატვის საჯარო ფორმებს იცავს, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების გამართვის უფლებასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას.”

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს შსს-ს და მოუწოდეს, რომ დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და მომავალში უფრო ეფექტურად აღკვეთოს ნებისმიერი სახის ძალადობა და დისკრიმინაცია.

“იმედს გამოვთქვამთ, რომ 2015 წელს მაინც, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ეფექტიანად დაიცვას საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მიუხედავად მისი სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა,”-აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

დღის ამბები