03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
პრემიერის ვიზიტის დროს ოზურგეთში ნაციონალური მოძრაობისა და "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს

გურიაში ირაკლი ღარიბაშვილის  ვიზიტის პარალელურად ოზურგეთში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს. 

დაკავება მაშინ მოხდა როდესაც, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ოზურგეთის ქუჩებში ახალი გუბერნატორის გია სალუქვაძის გამოსახულებიან პოსტერებს აკრავდნენ, რომელზეც ეწერა "მოარიდეთ ბავშვები."

ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ დილიდან მათზე თვალთვალი ხორცხიელდება. 

დაკავებულები არიან დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე. მათი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის დაუდგენელია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დაკავებულებს ვერც სასამართლოში და ვერც პოლიციის განყოფილებაში მიაკვლიეს. 

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ დაკავებულები გაიტაცეს. 

ამ დრომდე დაუდგენელია თუ რა მიზეზით მოხდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და "თავისუფალი ზონის" წევრების დაკავება. 

 

 

 

 

დღის ამბები