03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიმტკიცის დღეს აღნიშნავენ

ამ წუთებში მიმდინარეობს მსვლელობა ოჯახის სიმტკიცის დღესთან დაკავშრებით სამების ტაძრის მიმართუელბით, სადაც პატრიარქი დღეს მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს.

17 მაისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის და ოჯახების კურთხევის ლოცვას წაიკითხავს.

მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ მრავალშვილიან ოჯახებს კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი გადაეცემათ შემდეგ კი ტაძარში მყოფებს დღესასწაულთან დაკავშირებით ბროშურებს დაურიგებენ.

სამების ტაძარში დაბრძანებულია აწყურის ღვთისმშობლის ხატი და სხვა სიწმინდეები. 

პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღედ გასულ წელს გამოაცხადა.

დღის ამბები