03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ტერაქტს ქაბულში სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

მორიგი თავდასხმა კოალიციურ ძალებზე ავღანეთში. დანაღმული მანქანა ქაბულის მთავარ აეროპორტთან აფეთქდა, სადაც ამერიკელი სამხედროების ავტომობილი იყო გაჩერებული. პოლიციის განცხადებით ტერაქტის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ორი მოზარდი გოგონაა. ოფიციალური ინფორმაციით ტერორისტების სამიზნე ნატოს კონვოი იყო, თუმცა სამხედროების მხრიდან მსხვერპლი არ არის. თავდასხმის შედეგად დაშავდა 20–ზე მეტი ადამიანი.

გამოძიება მომხდარში თალიბებს ადანაშაულებს.

 

დღის ამბები