09 სექტემბერი 2026,   08:42
ვრცლად
გურჯაანის სასამართლოში 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული პირის პროცესი იწყება

რამდენიმე წუთში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში იმ კაცის პროცესი იწყება, რომელიც 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.

მხარეები დღეს მტკიცებულებებს წარადგენენ. პროკურატურა, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება, ირწმუნება, რომ საქმეში დევს დანაშაულის დამამტკიცებელი არაერთი სამხილი. საპირისპირო პოზიცია აქვს დაკავებულის დაცვის მხარეს.

მძიმე დანაშაულში ბრალდებული მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან ერთხელ უკვე გაათავისუფლა. ბრალდებული პროცესებზე სახლიდან დადის.

დღის ამბები