03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
"სავაჭროდ არიან წასულები"-2 ქალის სირიაში წასვლას მათი ახლობლები არ ადასტურებენ

"სავაჭროდ არიან წასულები"- თბილისში მცხოვრები ღარიბოვასა და სულეიმანოვას ნათესავები არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  2 ქალი საქართველოდან სირიაში საბრძოლველად წავიდა. 

სულეიმანოვასა და ღარიბოვას ნათესავების განცხადებით ორივე მათგანი თუქრეთში სავაჭროდ არიან წასულები, თუმცა არსებობს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს 2 მოქალაქე თურქეთში რეგისტრაციას გადის სირიაში გადასასვლელად. 

სულეიმანოვასა და ღარიბოვას მეზობლები კი აცხადებენ, რომ ორივე ქალი სირიაში საბრძოლველად წავიდა. მათი თქმით ქალებმა სირიაში გამგზავრება სოციალური ქსელით დაგეგმეს. 

არსებული ინფორმაციით ცოლების სახლში დასაბრუნებლად თურქეთში მათი მეუღლეები გაემგზავრნენ. "კურიერის" გადამღები ჯგუფები ამ დრომდე ვერ ახერხებენ მათთან დაკავშირებას. 

შეგახსენებთ, რომ თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალადან სირიაში კიდევ  2 ადგილობრივი მკვიდრი წავიდა. დიანა ღარიბოვა და ანა სულეიმანოვა 30 წლამდე ასაკის არიან, ისინი საკუთარ ოჯახებთან ერთად თბილისში ცხოვრობდნენ, ორივე მათგანმა წასვლის მიზეზები ოჯახში დატოვებულ წერილში განმარტა.

შსს-ში ადასტურებენ ქალების სირიაში გამგზავრების ფაქტს, თუმცა მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები