03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიან ოჯახებს სიგელები და ხატები გადასცა

სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ილია მეორემ ოჯახის სიმტკიცის შესახებ იქადაგა.

პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღედ გასულ წელს გამოაცხადა. დღეს მან მრევლს მშობლის ლოცვაზე დასწრებისკენ მოუწოდა. ლოცვა ყოველ ორშაბათს 18:00 საათზე სამების ტაძარში გაიმართება, ხვალ კი მას ილია მეორე აღავლენს. პატრიარქმა დღეს მრავალშვილიან ოჯახებს სიგელები და ხატები გადასცა.

დღის ამბები