03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ამერიკელმა სამხედროებმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ამერიკელმა სამხედროებმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. საუბარია აბუ საიაფზე, რომელიც დაჯგუფების მთავარ ფინანსისტად სახელდებოდა და ნავთობისა და გაზის ექსპორტის საკითხებს კურირებდა.

სპეცოპერაცია სირიის აღმოსავლეთ რეგიონში ჩატარდა. ტელეკომპანია CNN ამ ოპერაციის ანიმაციურ ვერსიას ავრცელებს. პენტაგონის ცნობით, ოპერაციას პირადად ბარაკ ობამა ხელმძღვანელობდა. მათივე ცნობით სამხედროებმა აბუ საიაფის მეუღლეც დააკავეს, რომელიც ისლამური სახელმწიფოს საკმაოდ გავლენიანი წევრია.

დღის ამბები