03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ლევან ვასაძის ორგანიზებით თბილისში სემინარი "დასავლური ცივილიზაცია და ტრადიციული ღირებულებები" იმართება

"დასავლური ცივილიზაცია და ტრადიციული ღირებულებები" ამ სახელწოდების კონფერენცია მიმდიანრეობს "თბილისი მერიოტში."

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მსოფლიო საოჯახო კონგრესის ორგანიზებით იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე წარმომადგენელი ესწრება.

შეხვედრის მონაწილეები მსოფლიოში ოჯახური ღირებულებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ.

კონფერენციაზე გაიმართა დოკუმენტური ფილმის "პატრიარქი" ჩვენება.

"მსოფლიოში ყველაზე დიდი საოჯახო უფლებების დამცველი ორგანიზაციაა ჩამოსული. გვაქვს ძალიან საინტერესო აკადემიური მსჯელობა,"- აცხადებს ლევან ვასაძე. 

 

დღის ამბები