03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
ყველაფერი "მადრიდის რეალის" შესახებ-"პოსტსკრიპტუმი" მადრიდიდან

როდესაც "მადრიდის რეალი" საკუთარ ქალაქში ვარჯიშობს, მათი ბაზის სიახლოვეს უამრავი ფანი იკრიბება. რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გადაჭიმულ სპორტულ კომპლექსს ისინი ვერ უახლოვდებიან, შესაბამისად ვერც ვარჯიშს უყურებენ, თუმცა კარგად იციან სად გაივლიან მათი ფავორიტები, ამიტომ სხვადასხვა საფეხბურთო ატრიბუტიკით შეიარაღებულნი ავტოგრაფების მოსაპოვებლად საათობით დგანან.

თამაშის დაწყებამდე მინიმუმ ოთხი საათით ადრე, „სანტიაგო ბერნაბეუს“ მიმდებარე ტერიტორია პრაქტიკულად პარალიზებულია. ესპანური პოლიცია ყველა შესასვლელს აკონტროლებს, განსაკუთრებით კი გზის იმ მონაკვეთს, საიდანაც სტადიონზე სამეფო გუნდის ავტობუსი უნდა შევიდეს.

1902 წლის 6 მარტს დაარსებულმა კლუბმა მოიგო ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა ევროპულ საფეხბურთო გუნდს მოეგო. მის ანგარიშზეა ისეთი საფეხბურთო რეკორდები როგორიცაა: ესპანეთის ჩემპიონატის 32-ჯერ და უეფას ჩემპიონთა ლიგის 10-ჯერ მოგება.

ავტორი:გიორგი გვიშიანი

დღის ამბები